ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს

მეუღლის ქამრით ცემაში ბრალდებულს მოსამართლემ განაჩენი 18 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოუტანა. გიორგი კეთილაძე მარიკა ჩიტაშვილმა დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამთვიანი პატიმრობა და 1–წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის სახით სამი თვე გაატარა, ამიტომ კეთილაძე სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე გათავისუფლდა.

1990 წელს დაბადებულ გიორგი კეთილაძეს, ბრალდების მხარე 126–ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას ედავებოდა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვდა. პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დათანხმდა.

წყარო: tv9news.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში ...