ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

“აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი“ არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ სტრუქტურას – მიჰაელ გალერი

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ ბრიუსელში მიწვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა შეუძლებელია ცალკეულ წევრებს კერძო პირების მოპატიჟება აეკრძალოთ, მაგრამ  მსგავს ქმედებებს არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და შესაბამისად ევროპარლამენტის პოზიციაზე გავლენას არ ახდენს.

“ჩემთვის ცნობილია  “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩის“ მოწვევის შესახებ. ეს სასაცილოა და არ აქვს არანირი პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს ადამიანები  არ წარმოადგენენ ლეგიტიმურ სტრუქტურას და ის კოლეგები, რომლებიც ცდილობენ ამ შთაბეჭდილების შექმნას, წარმოადგენენ ძალიან პატარა ჯგუფს, რომელიც ვერანაირ გავლენას ახდენს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა გალერმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მამამისს არ უნდა რომ ჰკითხოს ბერამ, სად იყო როდესაც ხალხს აწამებდნენ? – გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოჩენილ ბერას სიმღერას აფასებს და აცხადებს, რომ სიმღერაში მოყვანილი ტექსტი ასოცირდება ...