ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი Frank Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, – კონკრეტულ სფეროებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელად ფრანკმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და არსებული საინვესტიციო გარემო.
გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ინვესტორების ჩართვას იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.

აღინიშნა, რომ საქართველო არის გასასვლელი ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, ცოტა ხნის წინ კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი გახდა ჩინეთი.

პრემიერ-მინისტრმა Frank Group-ის წარმომადგენლებს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ინვესტორების მაქსიმალური მხარდაჭერისთვის მზად არის.

Frank Group არის საერთაშორისო ჰოლდინგი და საინვესტიციო ჯგუფი 200-წლიანი გამოცდილებით, რომელიც ძირითადად უძრავი ქონების, წარმოების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში საქმიანობს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...