ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

პლაკატების ომი – პარტიები ერთმანეთის პლაკატებს შესაშური ოსტატობით ანადგურებენ

არჩევნების მოახლოებასთან ერთად “პლაკატების ომი” აზარტულ ფაზაში გადავიდა. პარტიები ერთმანეთს საკუთარი სააგიტაციო მასალების ჩამოხევასა და განადგურებაში ადანაშაულებენ, რაც, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და კანონით ისჯება.

ამის მაგალითია გოთუას ქუჩაზე გაკრული “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების სარეკლამო მასალები, რომლებიც რამდენიმე საათში გაქრა, თუმცა ჩამდენის ვინაობა უცნობია.

სააგიტაციო მასალები ჩამოხიეს გურჯაანშიც, რაშიც “ქართული ოცნების” წევრები “ევროპული საქართველოს” აქტივისტებს ადანაშულებენ. მათი თქმით, ნონეშვილის გამზირზე “ოცნების” მხარდამჭერმა დაინახა, როგორ ხევდნენ და შედეგ იმავე ადგილზე აკრავდნენ “ევროპული საქართველოს” აქტივისტები მათი კანდიდატის, გოგა პეტრუზაშვილის, პლაკატს.

როგორც შტაბში აცხადებენ, არსებობს შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც შესასწავლად პოლიციაში გააგზავნეს.

ბრალდებებს უარყოფს “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ღვინიაშვილი. მისი თქმით, პარტიის აქტივისტებმა პლაკატები იმ ადგილას გააკრეს, სადაც “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა უკვე ჩამოხეული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და მოწმეების მითითებით გამოვლენილ 2 პირთან გასაუბრების ოქმი გაფორმდა. დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მოპოვებული ნივთმტკიცება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცესკო-ს გადაეგზავნა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური სამართალდამრღვევებს იმ შემთხვევაში დააჯარიმებს, თუ აღნიშნული ფაქტის მაიდენტიფიცირებელ მასალას წარუდგენენ.

შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყშიც, სადაც პარტია “ევროპული საქართველოს” პლაკატები წითელი საღებავებით გადაღებეს.

“ევროპული საქართველოს” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა სიბაშვილი სააგიტაციო მასალის განადგურებას მმართველ პარტიას უკავშირებს.

“ჩემი აზრით, ეს მმართველი პარტიის დავალება იყო. მხოლოდ ჩვენი პლაკატებია გადაღებილი, ყველა სხვა პარტიის სააგიტაციო მასალა ხელშეუხებელია,” – აცხადებს გოჩა სიბაშვილი. “ქართული ოცნებიდან” გურჯაანის მერობის კანდიდატი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

საარჩევნო დაფებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზეც, სადაც ლეიბორისტები და “ქართული ოცნება” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გოჩა ტრაპაიძე აცხადებს, რომ მერობის კანდიდატ ჯელალ ქიქავას საარჩევნო პლაკატების გაკვრისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბათუმის მერობის მათი კანდიდატის პლაკატები ჩამოხიეს.

რაც შეეხება ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოს, აქაც პარტიების საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტს იხსენებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “საუნჯის” ხელმძღვანელი იაგო ფასანძე ამბობს, რომ ზუგდიდში რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ბანერი ჩამოხიეს, რომელზეც გადაკრული იყო კერძო კომპანიების პოსტერები, რაც დაუშვებელია.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას პლაკეტების ჩამოხევაზეა საუბარი “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშშიც, რომელსაც ათეულობით განცხადებით თავად მმართველმა პარტიამაც მიმართა. მათი თქმით, ამის ამსახველი მასალებიც აქვთ, რომლებიც ორგანიზაციას უკვე გადაეცა და ნებისმიერ მსგავს დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...