ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ, ისე, მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში. მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იგივე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში ...