ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირს – საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანების გზაზე პოლონეთის მხარდაჭერაზე საუბრობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს პოლონელ კოლეგას, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მისი თქმით საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და მტკიცდებოდა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროკავშირს, რაც ხორციელდება ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის მხარდაჭერით.

“ღრმად გვწამს, რომ ეს პარტნიორობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენსა და პოლონეთს შორის და ეს მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, ჩვენ კიდევ უფრო ახალ პერსპექტივებს გაგვიხსნის ინტეგრაციის კუთხით და ჩვენი საბოლოო მიზანი, რაც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი წევრობა, არის მაქსიმალურად მხარდაჭერილი ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას პოლიტიკის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით გამოჰყო აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 34%-ით არის გაზრდილი. მინისტრის თქმით ორი ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშროლობის მიმართულებით. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ხალხთაშორის ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები ხელს უწყობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ამას კი მოწმობს 20 %-ით გაზრდილი პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეაფასა “თბილისის კონფერენციის“ ფორმატი, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას შორის სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის გაცვლას. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის რიგით მეორე სხდომა გუშინ თბილისში  გაიმართა და ინფრასტრუქტურის საკითხებს დაეთმო.

მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავი და ხაზი გაუსვა ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ და პოლონელ დიპლომატებს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...