ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ეს ნაბიჯი პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიორგაფიაში იქნებოდა “შავი ლაქა” – ნუკრი ქანთარია

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბატალიები დასრულდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონსტიტუციის პროექტს, რომელიც 2018 წელს შევა ძალაში. ოპოზიციური სპექტრი საკონსტიტუციო რეფორმით უკმაყოფილოა.

რამდენად წაადგება პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურ იმიჯს საკონსტიტუციო რეფორმის პერიოდში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპათიები, ამას დრო აჩვენებს. დღეს ფაქტია, გუნდმა, რომელმაც მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მოიყვანა, ის საბოლოოდ გარიყა და მასთან სამომავლო თანამშრომლობას წერტილი დაუსვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო.

რატომ მოაწერა მის მიერ არაერთგზის გაკრიტიკებულ და დაგმობილ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი, რა დივიდენდებს მისცემს ეს მას სამომავლოდ და რამდენად იკითხება მარნეულის ინცინდენტში რომელიმე ოპოზიციური ძალის ხელწერა?- ამ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ GNN-თან კომენტარი გააკეთა.

ბატონო ნუკრი, ოპოზიცია ელოდა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა. რა მოხდა? რა შიცვალა?

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტისთვის იოლი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, მარგველაშვილმა კარგად იცოდა, რომ თუ ის კონსტიტუციას ხელს არ მოაწერდა, ტექნიკური თვალსაზრისით კონსტიტუციის მიღება არ შეფერხდებოდა და ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა. მაგრამ ეს ნაბიჯი პრეზიდენტ მარგველაშვილის ბიორგაფიაში იქნებოდა შავი ლაქა, ისევე როგორც ქვეყნისთვის, რადგანაც ქვეყნის პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი არ მოაწერა. მეორეს მხრივ, მარგველაშვილმა იცოდა, რომ პირველივე ჯერზე კონსტიტუციაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, ის ვერ აიცილებდა იმ ოპოზიციური ძალების მხრიდან თავდასხმას, რომლის შემოკრებასაც ცდილობდა. პრეზიდენტი სწორედ ამ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.  ვფიქრობ, ამ ხელმოწერით იძულებითი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მისთვისვე საზიანო გადაწყვეტილება მიიღო და ის შეკოწიწებული რკალი ჩამოეშალა, საბოლოოდ მას სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოუვიდა. როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მას სახელისუფლო გუნდთან, ეს ყველასთვის ნათელია.

იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება კონსტიტუციაზე ხელის მოწერა?

ერთის მხრივ ილაპარაკო, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის საზიანოა, მაგრამ მაინც ხელს ვაწერ, ეს იყო არასწორი; მეორეს მხრივ, ეს იყო ფარული მოწოდება, რომ მეტი ამომრჩეველი ოზიციისკენ წასულიყო. ეს ქმედება მისი მხრიდან ერთგვარი თავის მართლებაა. რაც შეეხება კონსტიტუციას, არაერთხელ მითქვამს, რომ ეს კონსტიტუცია გაცილებით უკეთესია ყველა წინა კონსტიტუციაზე. საბოლოოდ, მისი მიღება ისე მოხდა, როგორც უნდა იყოს და ხელი პრეზიდენტმა მოაწერა ანუ მთელი ამხელა შოუს დადგმის შემდეგ, კონსტუტუცია სათანადოდ გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...