ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

რა იყო მიზეზი და რატომ მოხდა მარნეულში დაპირისპირება – ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მარნეულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით საქმე პიროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტთან გვაქვს:

„მართლაც რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა „ქართული ოცნების“ ოფისში. მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო რომელიმე ოპოზიციური, თუნდაც ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალის მიერ დაგეგმილი აქტი. ამას ვერცერთი ოპოზიციური ძალა ვერ გაბედავდა. მგონია, რომ საქმე გვაქვს პიროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ კონფლიქტთან. ამ ეტაპზე ამ ინცინდენტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება, არასწორი იქნება. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ვფიქრობ, არჩევნების წინ მსგავსი ინცინდენტების საფუძველი არ არის, რომ სადმე გასროლა მოხდეს და ამ გზით რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მოვლენების ესკალაცია მოახდინოს. იმედი მაქვს, უახლოეს ხანში გამოძიება ნათელ სურათს დადება, რა იყო მიზეზი და რატომ მოხდა ეს დაპირისპირება“ – აცხადებს ქანთარია GNN-თან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...