ეკონომიკა

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსულმა თანხამ 47 850 800 აშშ დოლარი შეადგინა

ხელისუფლება საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით შესრულებაზე საუბრობს

მსხვილი ობიექტების პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 47 850 800 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გაზაფხულზე დაანონსებული პრივატიზაციის ფარგლებში ამ დროის მონაცემებით, 7 მსხვილი ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ არსებობს ყოველწლიური გეგმა, რომელსაც მთავრობა განსაზღვრავს და ეს გეგმა უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული. მათი ვარაუდით, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდა,  გულისხმობენ იმ მსხვილ ობიექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე გაყიდული არ არის მაგრამ მათთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის სრულდება.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო” და “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” აქტიურად მუშაობს ინვესტორებთან საპრივატიზებო ობიექტების გასხვისების კუთხით. ამ ეტაპზე სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 7 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850800 აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, გარდა ზემოთ ხსენებული საპრივატიზებო საფასურისა, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 30 000 000 ლარის ინვესტიცია”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათი განცხადებით, 2015 წლის თებერვლიდან დღემდე სააგენტოს მიერ გასხვისებულია შემდეგი მსხვილი ობიექტები:

  1. ქ.თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე, ნაკვეთი 23/043 და 23/040-ში მდებარე 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.17.12.023.044) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 900 000 (ორი მილიონ ცხრაასი ათასი) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ლუქსორს” შემდეგი საინვესტიციო პირობით:

“ხელშეკრულების” გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უზრუნველყოს “ქონებაზე” ან/და მის ნაწილზე მრავალფუნქციური (მათ შორის, საცხოვრებელი) დანიშნულების შენობა/ნაგებობ(ებ)ის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო, აგრეთვე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება;

ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

  1. ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირი N60-ში მდებარე (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4 000 000 (ოთხი მილიონი) აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა შპს “აღმას” შემდეგი საინვესტიციო პირობით: ინვესტორმა 31 თვისა და 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის “STR chain” მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200 ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გასართობი ცენტრის შექმნა;

არაუმეტეს 44 თვისა და 15 დღის ვადაში უზრუნველყოს “Gრადე-A” კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ. სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობის მშენებლობა.

44 თვისა და 15 დღის ვადაში უზრუნველყოს არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

  1. ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N13-ში მდებარე 55976.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 500 000 აშშ დოლარად საკუთრებაში გადაეცა შპს “ქეი ბი ფი თბილისს” შემდეგი საინვესტიციო პირობით: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს შექმნა.
  1. ქ. ბათუმი, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა, ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი” და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანის (Pალამი-Mედია NEთ- 50/50). აღნიშნული უძრავი ქონება 25 004626 აშშ დოლარად შეიძინა შპს ბათუმი თაუერმა. შემდეგი საინვესტიციო პირობით:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში “ქონების” ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობის/რეკონსტრუქციის და მისი მოწყობა-აღჭურვის წარმოების პროცესში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უზრუნველყოს “ხელშეკრულების” გაფორმებიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში “ქონების” ბაზაზე არანაკლებ 4 (ოთხი) ვარსკვლავიანი და არანაკლებ 100 (ასი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა.

  1. ქ. თბილისში ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული. უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი – 9 928 კვ. მ-ია.ს. აღნიშნული უძრავი ქონება 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა სს Hუალინგ ინტერნატიონალ სპეციალ ეცონომიც ზონე-მა .

საინვესტიციო პირობებია: საპრივატიზებო თანხის, 9 450 000 (ცხრა მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის, გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან (26.06.2015 წელი) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

გადაცემულ ქონებაზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით 2016 წლის პირველი იანვრიდან არა უმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 100 (ასი) ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება. ელექტრონული აუქციონის დასრულების თარიღიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაცემული ქონებით გამყიდველისა და მის მიერ განსაზღვრული პირების მიერ უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.

  1. ქალაქ თბილისში, დ. აბაშიძის ქუჩა N17/4 -ში მდებარე 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები 3555000 აშშ დოლარად შპს “PAშHA დეველოპმენტ”-მა შეიძინა, შემდეგი საინვესტიციო პირობით:

შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში, საპრივატიზებო ქონებაზე სასტუმროს (არანაკლებ 150 ნომრიანი) ან/და სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რეკონსტრუქცია და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება.

  1. ქალაქი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირ N91-ში მდებარე მეორე სართულზე მდებარე 325.59 კვ.მ. და მესამე სართულზე მდებარე 339.31 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდული იქნა 1050000 ლარად.

გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალსაც,  რომლებიც, სააგენტოს საიტის თანახმად, ამ ეტაპზე “გასაყიდ” ობიექტთა კატეგორიაშია:

წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N49, ყოფილი სანატორიუმი ”წყალტუბო”, სს ”კურორტი ახტალა”,   წყნეთის სამთავრობო აგარაკები, თბილისი, დოდო აბაშიძის ქ. N17/4, წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N8 ყოფილი სანატორიუმი ”ცისკარი”, წყალტუბო, 26 მაისის ქ.N1, ყოფილი სანატორიუმი ”ივერია”, წყალტუბო, ყოფილი სტალინის სანატორიუმი სამაკაშვილის ქ. N10 (ყოფილი უშიშროების აგარაკები), ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სასახლისა), აღმაშენებლის N138-ში მდებარე ყოფილი რკინიგზის კოლეჯი, ღვინის ქარხანა შპს “გრუზვინპრომი”.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]