ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რაც კარგად იცით და გამოგდით. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ რაციონს, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს ეგზოტიკურმა კერძემა გაგიტაცათ.

კურო

დღეს პირველ ადგილზე საკუთარი მოთხოვნები დააყენეთ. გაიუმჯობესეთ კვება, დღის რეჟიმი. ეცადეთ, სხვა ადამიანებმა არ ისარგებლონ თქვენი კეთილგანწყობით.

ტყუპი

დროს ნუ დაკარგავთ არაფრისმომცემ საუბრებსა და საქმეებზე. მოაწესრიგეთ ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხები. ნუ მოუყვებით ყველას საკუთარ გეგმებზე და ნუ იტრაბახებთ შენაძენებით.

კირჩხიბი

დაწყებული საქმეები შუა გზაზე არ მიატოვოთ. კარგი დღეა კრედიტებისა და ინვესტიციების მოსაძიებლად. აგრეთვე, კაპიტალდაბანდებებისა და საყიდლებისთვის.

ლომი

პრობლემებს ვერსად გაექცევით და უმჯობესეია, დროზე დაიწყოთ მათი მოგვარება. მუშაობისას იყავით მეტად დაკვირვებული და მითითებებიც გაითვალისწინეთ.

ქალწული

მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებულ პროექტებს. ზოგიერს დაგროვილი საქმეების გამო სამსახურში გვიანობამდე გაჩერება მოუწევს.

სასწორი

თუ არ გსურთ, მომავალში ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, იმუშავეთ. ნუ მოცდებით საუბრებზე, იმოქმედეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს.

მორიელი

ნუ ეცდებით, ყველამ თქვენი წესებით ითამაშოს. ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება. საყვარელი ადამიანი თქვენს დახმარებას და მხარდაჭერას საჭიროებს.

მშვილდოსანი

დაკვირვებით აკეთეთ თქვენი საქმე. უაზროდ ნუ გაჯიუტდებით, ყველას აზრი გაითვალისწინეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.

თხის რქა

არ გადაიღალოთ, მეტად დაისვენეთ. აკონტროლეთ ემოციები. გამონახეთ დრო შემოქმედებითი საქმიანობისა და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ფული მოზომილად ხარჯეთ.

მერწყული

ნუ გაართულებთ ურთიერთობას მშობლებთან. განსაკუთრებით, საოჯახო უსიამოვნებების გამო. მშვიდად მოაგვარეთ ისინი. იყავით დაკვირვებული მუშაობისას.

თევზები

თავგადასავლები გაგიტაცებთ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ნუ გაფლანგავთ ფულს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უახლოეს გარემოცვასთან.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...