ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში მინიმალური თანხა შედის

ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მიღებული წლიური შემოსავალი მხოლოდ 66 მილიონი ლარია. არადა, სპეციალისტების გათვლებით, ამ ბიზნესის ბრუნვა რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, გაუმჭირვალე და მოსახლეობისთვის სახიფათო ბიზნესია.
შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 14 მილიონი ლარით გაიზარდა. სათამაშო ბიზნესი ძირითადად მოსაკრებლით იბეგრება და ამ გადასახდელიდან ყველაზე მოცულიობითი თანხა სათამაშო აპარატებზე დარიცხული მოსაკრებლიდან ირიცხება – 42,596 მილიონი ლარი, სამორინეების მაგიდიდან – 20,539 მილიონი ლარი, ელექტრონული გამაშიდან მიღებული თანხა კი სულ რაღაც 2,735 მილიონი ლარია.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში 52,652 მილიონი ლარი შევიდა, 2012 წელს – 52,767 მილიონი ლარი, 2013 წელს – 54,122 მილიონი ლარი, 2014 წელს – 63,143 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წელს – 66,486 მილიონი ლარი.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით და შეადგენს კვარტალში: თითოეულ სათამაშო აპარატზე 1500 ლარიდან 3000 ლარამდე. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 15000 ლარიდან 30000 ლარამდეა. თითოეულ აზარტული კლუბის მაგიდაზე კი 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებლის ოდენობა 30 000-დან იწყება 60 000 ლარამდე ადის.
სპეციალისტების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საქართველოში სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდეთ.
სათამაშო ბიზნესი განსაკუთრებით მრავალფეროვანი აჭარაშია, სპეციალისტები ბათუმს მეორე ლასვეგასად გადაქცევას უწინასწარმეტყველებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 4 წელიწადში აჭარაში სამორინეების რიცხვი 23-ს მიაღწევს. აჭარის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამორინეებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, ვინაიდან ტურისტები ბათუმს ყველა სეზონზე სტუმრობენ.
აჭარას ხშირად სტუმრობენ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების აზარტული მოქალაქეები. მათი რიცხვი ისე სწრაფად იზრდება, რომ ბიზნესმენებისთვის აჭარის სამორინეებში ფულის დაბანდება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გახდა.
ამ დროისთვის აჭარაში 11 სამორინე ფუნქციობს და ბათუმის ბიუჯეტში მიღებულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 16.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც სათამაშო ბიზნესიდან მიღებული ჯამური შემოსავლის (20.2 მლნ ლარი) 81%-ს შეადგენს.
“გარდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩარიცხვა ხდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალურ ბიუჯეტებში. კერძოდ, 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში ჩარიცხულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა შეადგინა 442.0 ათასი ლარი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალურ ბიუჯეტში – 52.4 ათასი ლარი”, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის ზურაბ კუკულაძის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შემოსავლები გაუმჭვირვალეა.
“კაზინოების შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა ძალიან რთულია, ვინაიდან პროცესი არის გაუმჭვირვალე. ადმინისტრირებაც ძალიან რთულია. კაზინოები მოგების გადასახადს არ იხდიან, ისინი იბეგრებიან მოსაკრებლით. უფრო მეტიც თუ პირი დააფუძნებს კაზინოს და პარალელურად სხვა საქმიანობა დაიწყებს, იგი მარტო მოსაკრებელს იხდის. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით რეალურ კაზინოში რამდენია ბრუნვა”, – ამბობს ზურა კუკულაძე და დასძენს, რომ ზუსტი ინფორმაცია არც შემოსავლების სამსახურს აქვს.
“შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია ზოგადად გადასახადების ნაწილში რამდენია საშემოსავლო, ქონების გადასახადები, მოსაკრებელი, მაგრამ არა იცის “სლოტებიდან”, ტოტალიზატორიდან, სხვადასხვა სათამაშო სახეობიდან შემოსავლების მოცულობა. ამასთანავე, თუ შპს-ს გადახდილი აქვს კაზინო მოსაკრებელი და სხვა საქმიანობას ეწევა, იმ საქმიანობაზე რა გადასახადს იხდის არ ჩანს”, – აღნიშნავს კუკულაძე.
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული 66 მილიონი ლარი ძალიან მცირეა, ვინაიდან ამ ბიზნესის ბრუნვა რამდენიმე ასეული მილიონი ლარია. ჯგერენაია, ამასთანავე, აღნიშავს, რომ ამ ბიზნესის ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურის მიერ ძალიან რთულია.
“აღნიშნული ბიზნესიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი ძალიან ცოტაა, საკმაოდ დიდი ბრუნვა უნდა ჰქონდეს “აჭარაბეთსა” და მსგავს ორგანიზაციებს”, – აცხადებს ემზარ ჯგერენაია და დასძენს, რომ აჭარაში კაზინოების გახსნამ ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას.
მისი თქმით, ამ რეგიონში 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, სწორედ კაზინოების გამო აშენებენ, ვინაიდან სათამაშოდ უამრავი ადამიანი ჩამოდის, თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან თუ აზერბაიჯანიდან.
“კაზინოების ტურიზმთან მიბმამ გაამართლა, ვინაიდან ბიზნესმენებმა სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს. ბათუმში სასტუმროების მშენებლობის მთავარი მიზანი არის კაზინოს გახსნა, მის გარეშე სასტუმროს ბიზნესი მომგებიანი აჭარაშიც კი არ არის. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აღნიშნული ბიზნესი გამსხვილდა, მაგრამ მას შემოსავლების სახით დიდი არაფერი მოუტანია”, – ამბობს ემზარ ჯგერენაია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აჭარაში 2020 წლისთვის 12 სამორინეს გახსნა იგეგმება, რამაც ამ რეგიონს შემოსავლები უფრო მეტად ტურისტებიდანა უნდა მოუტანოს.

 

წყარო : “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა – ილია მეორე

გუშინ, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ...