ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

აზარტულ მოთამაშეთა ოჯახის წევრებს შეეძლებათ, სასამართლოთი მოითხოვონ მათთვის თამაშის აკრძალვა

ხელისუფლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრის შექმნას გეგმავს, სადაც მოხვედრილ პირებს მსგავს თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა თავად პირის მიმართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში. ასევე უფლებამოსილია მისი ოჯახის წევრი, რომ სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანის უფლება.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას ადგენს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეყვანა მოხდება 3 წლის ვადით.

სათამაშო ბიზნესის ყველა დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში, შესაბამის რეესტრში მისი არსებობის შემთხვევაში კი დამოკიდებული პირი სათამაშოდ არ დაუშვას.

ცვლილება შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც”, რომლის თანახმადაც, დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირების სათამაშოდ დაშვების შემთხვევაში ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში – 10 000 ლარით. რეგულაციის შემოღების მთავარ მიზნად ავტორები არასრულწლოვნებისა და სტუდენტების სათამაშო ბიზნესისგან ჩამოცილებას ასახელებენ.

იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ აღნიშნული კანონი აქამდეც უნდა მიგვეღო და არც მისი აღსრულებაა სირთულე.

“თქვენ ვერ შეხვალთ ვერც ერთ კაზინოში და სლოტკლუბში, თუ არ აჩვენებთ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ასეთი დაწესებულებებისთვის ცნობილი იქნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების სია და აღსრულების თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მარტივი პროცესი.

“დადგენილია, რომ ამ ადამიანებს აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემა. აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვული პირები შეიძლება სრულიად უგუნურად იქცეოდნენ და ძალიან მძიმე დღეში აყენებდნენ ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და საკუთარ თავს. ამიტომ გარკვეული აკრძალვა და შეზღუდვა ძალიან ბევრ ადამიანს დიდ შვებას მოჰგვრის. როდესაც ქვეყანაში ასე თავისუფლად და მრავლად არის კაზინოები, თუ აზარტული თამაშების მიმწოდებელი სხვა დაწესებულებები, ასეთი მარეგულირებელი ნორმა აქამდეც უნდა მიღებულიყო” – ამბობს ლია მუხაშავრია.

ცენტრის – “უკეთესი მომავლისთვის” ფსიქოლოგ თეონა ლომთაძის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება ხშირად მიმბაძველ ხასიათს ატარებს, აქ გარკვეული შეზღუდვები საჭიროა.

“მე, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, მივესალმები ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ამ ადამიანებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს, არ იქნება დამთრგუნველი ხასიათისა, მაგრამ ამავე დროს წახალისებას არ შეუწყობს ხელს.

“კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ, ზოგადად, გარკვეული რეგულაცია რომ ნამდვილად საჭიროა, ამას ვადასტურებ. აზარტული თამაშები, ისევე როგორც ალკოჰოლიზმი და წამალდამოკიდებულება, გარკვეულწილად შეიცავს მიმბაძველობასაც. ამიტომ ისეთი ცენზურა, რომელიც შედეგზე ორიენტირებული და წესრიგისკენ მიმართულია, რასაკვირველია, ადამიანებს საკუთარი თავის კონტროლში ეხმარება” – ამბობს თეონა ლომთაძე და აღნიშნავს, რომ საკუთარ პრაქტიკაში ჰყოლია არასრულწლოვნებიც, რომლებსაც კაზინოსა თუ სლოტკლუბში შესვლის ამბები მოუყოლიათ.

“ჩემს პრაქტიკაში მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნებს მოუყოლიათ კაზინოში შესვლისა და თამაშის ამბები. როდესაც ასეთი ტიპის ქმედებაზე ღონისძიება მკაცრდება და გამონაკლისი არ დაიშვება, ყველა დამეთანხმება, რომ ეს მისასალმებელია. ხოლო თუ მსგავსი ღონისძიება გახდება მანიპულაციის საგანი საიმისოდ, რომ ადამიანებმა კიდევ უფრო ცუდად იგრძნონ თავი, ნაცვლად იმისა, რომ ფსიქლოგიურად მომწიფდნენ და იმკურნალონ, მაშინ გარკვეულწილად მას ფორმა ექნება შესაცვლელი” – ამბობს თეონა ლომთაძე.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...