ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ბოლო 3 წელში თბილისში CO-თი 82 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით CO-თი ინტოკსიკაციის შედეგად 82 ადამიანი გარდაიცვალა, 350 კი მოიწამლა. გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით უმეტესწილად CO-თი ინტოკსიკაცია გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

არსებული სტატისტიკის პრევენციის მიზნით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დედაქალაქის მერიასთან ერთობლივი კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ყველა თბილისელს შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში კომპანიის სპეციალური ბრიგადების მომსახურებით ისარგებლონ.

“ჩვენი თანამშრომლები წელიწადში ერთხელ ვალდებულები არიან ყველა აბონენტთან შევიდნენ და შეამოწმონ როგორ მიმდინარეობს გაზის დანადგარები ექსპლუატაცია, არასწორად დამონტაჟებული დანადგარების შემთხვევაში კი მისი ჩახსნა უზრუნველყონ. თუმცა ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციის მიხედვით, მოსახლეობის 30-40% ჩვენი სპეციალისტების მითითებებს ყურად არ იღებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების მოხმარებას მაინც აგრძელებს. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გაზის ღია წვის კამერიანი ხელსაწყოები ჩვენი მხრიდან კატეგორიულად იკრძალება. მე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას რომ ნებისმიერ დანადგარის შეძენის და მონტაჟის შემთხვევაში დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე 2 40 40 04 ან 114-ზე, ჩვენი თანამშრომლები უმოკლეს ვადაში მივლენ და შესაბმის მითითებებს მისცემენ” – აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...