ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

N5 დაწესებულებას ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი სტუმრობდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მუსიკალური თერაპიის კურსის დახურვა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მომღერალი ნინო ქათამაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირექტორი ნინო ნახუცრიშვილი დაესწრნენ. მუსიკაური თერაპიის პროექტი „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ქალთა ფონდმა საქართველომ“ განახორციელეს.

დაწესებულებაში მყოფი ქალბატონებისთვის ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მსჯავრდებულებულებმა კი, მუსიკალურ ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა წარადგინეს.

მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებით, დღეისათვის, წინა წლებთან შედარებით, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით ჰუმანურია. სტუმრებმა მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრებიც დაათვალიერეს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა გაგრძელდება და შემოქმედების გაცვლის სახე ექნება. საღამოზე დიდი სიყვარული სუფევდა და მადლობა ქალბატონებს, განსაკუთრებით მომღერლებს, რომელთაც მოკლე დროში ასეთ შედეგს მიაღწიეს“ – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმომადგენელმა მარიკა ნათაძემ აღნიშნა, რომ მუსიკალური თერაპია ხელს უწყობს მსჯავრდებულთა ფსიქოლოგიურ გაჯანსაღებას. მისი თქმით, მუსიკის მეშვეობით, ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ დადებითი ემოციები მიიღონ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...