ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

დედაქალაქის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილი, ნაგავშემკრები კონტეინერები და მანქანები დაათვალიერა. ასევე, იმყოფებოდა საამქროში, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს. შეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობ, რომ ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასუფთავებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამონაბოლქვის საკითხებს დაეთმობა, რაც საერთო ჯამში, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

„სამომავლოდ, დასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ. იცით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“ – განაცხადა თბილისის მერმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით კი, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობს. დაახლოებით, 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელს. ასევე, გვაქვს წინა წლის მარაგი. მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც. ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“ – აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

„თბილსერვის ჯგუფთან“ შეხვედრას ასევე, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...