ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს დელეგაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებზე ესაუბრა. თეა წულუკიანმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებს და ისაუბრა იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი როგორც გარე ძალებისაგან, ასევე შიდა ფაქტორებისაგან ბევრად ამაღლდა ბოლო წლებში, მათ შორის რეფორმის მესამე ტალღის შედეგად (საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის დანერგვა, მივლინების წესების ცვლილება, სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილებებიდან დისციპლინური დევნის შესაძლებლობის ამორიცხვა, და სხვ.). შეხვედრისას დრო დაეთმო საქართველოში საარჩევნო სიების დახვეწის საკითხს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს ბოლო დასკვნით საარჩევნო სიების სანდოობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებელი სამუშაო დადებითად იქნა შეფასებული, რაც დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემის აღმოფხვრაზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში.

მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხუთი წლის მანძილზე გატარებული საკანონმდებლო რეფორმები და სამომავლო გეგმებიც გააცნო; აღნიშნა, რომ რეფორმის სამი ტალღის შემდეგ იგეგმება სასამართლოში სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტიც ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა შეხვედრის დასასრულ იუსტიციის მინისტრმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია თბილისში 19 ნოემბრიდან იმყოფება. სტუმრები უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, აგრეთვე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...