ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

მეამაყება, რომ 2016 წელს შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა – თინა ხიდაშელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა.

“2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარის და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ბევრი დიდი და პატარა ნაბიჯი გადაიდგა და დიდი და პატარა შეთანხმება შედგა. ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგი მივიღეთ დღეს. ყველა ის განცხადება, რომელიც სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან მოგვისმენია და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება. 2016 წლის ივლისში, როდესაც განვაცხადეთ, რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდნენ. არადა, ხელშეკრულებაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის და სხვა გარე მისიების კვალდაკვალ პირველად ჩაიწერა – საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისთვის მხარდაჭერა. 2016 წლის შეთანხებით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ყველას გილოცავთ, ვისაც უფრო ძლიერი საქართველო გინდათ იხილოთ ხვალ. განსაკურებით კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იშრომა შედეგისთვის. მეამაყება, რომ 2016 წელს, თავდაცვის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა”, – წერს თინა ხიდაშელი სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...