ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ლტოლვილის სტატუსშეჩერებული ქართველები ავსტრიიდან გამოყარეს – ჟურნალისტი მიშა ხაჩიძე

ქართველი ჟურნალისტი მიშა ხაჩიძე, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობს სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს. მისი თქმით ლტოლვილის სტატუსშეჩერებული ქართველები ავსტრიიდან გამოყარეს. გთავაზობთ სტაუსს უცვლელად:

„რამდენი კარგი ადამიანი გაყარეს საქართველოში. ძალიან მეწყინა, შემეცოდა, ეს ამდენი გაწამებული და ნატანჯი ხალხი, წლობით რომ დადებით პასუხს ელოდა, ბრძოლობდა და იტანჯებოდა ამ მოფაშისტო, მონაცისტო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში.

ალბათ, ყველას წარმოედგინა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ოდესმე ასე ძალადობრივად, (ევროპელ პოლიციელებს ხომ კეთილებად, ლამაზებად და თბილებად იცნობენ ქართველები) დილის, 3, 4, 5 საათებზე სპეცრაზმი შეეჭრებოდა სახლებში, მძინარეებს წამოყრიდნენ საწოლიდან, არც ბავშვებს შეიცოდებდნენ, 20 კილომდე ბარგს თვითონვე ჩაალაგებიდნებდნენ, (ტანსაცელს მხოლოდ) და 
საემიგრაციო სამსაუხრში გადაიყვანდნენ, სადაც 48 საათს სამყაროდან მოწყვეტილები ატარებენ, ამის შემდეგ კი პირდაპირ ყრიან საქართველოში. ყრიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ წარმოიდგინეთ და, ზოგი ხომ უკვე 4, 5, 6, 7 წელია აქ ცხოვრობდა, და ოჯახში დაგროვებული, ნაყიდი, ნაჩუქარი ნივთების წაღებაც კი ვერ ახერხებს. ასე ერთი ხურჯინით გამოაბურძუყეს სამშობლოში.

რას ვიზამთ, ასეა ეს ცხოვრება, ხან ტრაგიკულია, ხან მძიმე, ხან ბედნიერი და ტკბილი. თან როცა სხვის ქვეყანაში ლტოლვილად ხარ ჩაბარებული, ყველაფერს უნდა ელოდო. ლტოლვილის სტატუსშეჩერებული ათობით ქართველი თბილისში სპეცრეისით დღეს გამოუშვეს” – წერს მიშა ხაჩიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...