ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

“მთავრობამ საბოლოოდ დაასამარა ლარის დასტაბილურების ოცნება და გადაუწურა ხალხს სიღარიბის შემცირების იმედი”

ლარის კურსის მატებას სოციალური ქსელის საშუალებით, რომან გოცირიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით მთავრობამ საბოლოოდ დაასამარა ლარის დასტაბილურების ოცნება და გადაუწურა ხალხს სიღარიბის შემცირების იმედი.

“მთავრობამ პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარმოადგინა. ხარჯები იზრდება 305 მილიონი ლარით. წლის ბოლომდე დარჩენილ თვენახევარში შეუძლებელია ამ თანხის ათვისება. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტის გაფართოება და ეკონომიკის სამინისტროსათვის ახალი შენობის აგებაა დაგეგმილი. მსგავსი ხასიათისაა თითქმის ყველა ხარჯი. სინამდვილეში ეს ხარჯები არის 2018 წელს გასაწევი და მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა ყოფილიყო ასახული. ამას ვერ აკეთებენ, რადგან ის ბიუჯეტი სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული. გაიზრდება დეფიციტი და ფონდიც შეუჩერებს პროგრამას. ამიტომ გამოიგონოს ეს ხრიკი: ფული ქაღალდზე გაიწერება ამ წლის ბიუჯეტში და რეალურად დაიხარჯება მომავალ წელს. 
მთარობა ამით გვერდს უვლის ასევე ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონით დაწესებულ შეზღუდვებს. ამ სახის მანიპულაციებით და მომავალი წლის უპასუხისმგებლო ბიუჯეტით მთავრობამ საბოლოოდ დაასამარა ლარის დასტაბილურების ოცნება და გადაუწურა ხალხს სიღარიბის შემცირების იმედი” – წერს გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ხელისუფლებავ! ისეთ ახალ წელს გისურვებთ, როგორსაც იმსახურებთ! – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომ სახოგადოებას და გაჭირვებულ ოჯახებს უფრო მეტი დრო დაუთმონ: ...