29/03/2024
Latest:
მსოფლიო

ჩინეთში iPhone 6s ასლი შექმნეს, რომლის ღირებულებაც 91 დოლარია

ჩინეთში გაყიდვაში ჩაუშვეს სმარტფონი, რომელიც iPhone 6s-ის იდენტურია. მისი ღირებულება კი 91 დოლარია.
iPhone 6s-ის მსგავსად, „ჩინურ აიფონსაც“ 4,7-დიუმიანი ეკრანი გააჩია. დიზაინიც მთლიანად iPhone 6s-ის ასლია.
განსხვავება ისაა, რომ ტელეფონი ОС Android-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს, თუმცა მასში iOS-ის ლაუნჩერიცაა ჩამონტაჟებული.
მისი ღირებულება ჩინურ ბაზარზე 580 იუანია, რაც დაახლოებით 91 დოლარია.