ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი – კულინარია

გოზინაყი მზადდება ნიგვზითა და მოდუღებული თაფლით. ის საქართველოში ყველაზე გავრცელებული ტკბილეულია, რომელსაც ტრადიციულად მხოლოდ საახალწლოდ ამზადებენ. შეგიძლიათ ნიგვზის ნაცვლად ნუში გამოიყენოთ
ინგრედიენტები (50-60 ნაჭერი) 

თაფლი – 600 გ
ნიგოზი – 1 კგ
შაქარი – 1-2 სადილის კოვზი

საჭირო ჭურჭელი

თუჯის ქვაბი
დანა
თასი
სამზარეულოს დაფა
ხის კოვზი
ცომის საგლინველა

მოხალული ნიგოზი 

გოზინაყი მზადდება არომატული თაფლისა და მაღალი ხარისხის, ღია ფერის ნიგვზისაგან. სანამ ნიგოზს დაჭრით, შეგიძლიათ მსუბუქად მოხალოთ და კანი გააცალოთ.

მომზადება

1. მოამზადეთ ინგრედიენტები: თაფლი, შაქარი და ნიგოზი.

2. ნიგოზი თხლად დაჭერით.

3. თაფლი ქვაბში ჩაასხით.

4. ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და თაფლი წამოადუღეთ.

5. თაფლს ხის კოვზით ურიეთ.

6. როცა აქაფდება, ცეცხლიდან გადმოდგით, შეაგრილეთ და ისევ გაზქურაზე დააბრუნეთ.

7. ეს პროცედურა 3-ჯერ გაიმეორეთ, რომ თაფლი კარგად შესქელდეს. ბოლოს შაქარი დაუმატეთ.

8. თაფლი კიდევ ერთხელ, შემდეგ ნიგოზი ჩაყარეთ და გამუდმებით ურიეთ.

9. 3-4 წუთის შემდეგ, როდესაც ნოგოზი ფერს შეიცვლის, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.

10. მომზადებული ნიგვზიან-თაფლიანი მასა მაშინვე გადაიტანეთ ხის სველ დაფაზე.

11. გოზინაყი სველი კოვზით ან ხელით თანაბრად გადაანაწილეთ დაფაზე.

12. გოზინაყს გვერდები შეუსწორეთ და სველი დანით ცხელივე დაჭერით თანაბარი ზომის ნაჭრებად.

13. გოზინაყის ნაჭრები თეფშზე დააწყვეთ და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

ეს და სხვა უგემრიელესი რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ წიგნების – “მსოფლიო კულინარიის შედევრები” მორიგ ტომში – “ქართული სამზარეულო”. აღნიშნული წიგნის ყიდვა უკვე შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ტესტი: იცნობთ თუ არა საქართველოს მთავრობას?

ტესტი: იცნობთ თუ არა საქართველოს მთავრობას? კომენტარები კომენტარი