ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა

2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეობა 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

„2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა,რომელთაგან 3 097 საქმეზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. 3 097-დან 2 550 პირი ან საქართველოში დაბადებული (1 945 პირი), ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე (1 072 პირი), ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 3 097 დადებითი დასკვნიდან 97 პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობა უარყო, ხოლო დანარჩენ 3 000 უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.

იმ 97 პირიდან, რომელთა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, 74 პირი ან საქართველოში იყო დაბადებული, ან საქართველოში დაბადებული და ამავდროულად საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ან კიდევ მათი ოჯახის წევრი იყო.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული 97 პირის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილებიდან 64 უარი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ გამოაცხადა მოქალაქეობის მინიჭების სფეროში მის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შესახებ (კრიტერიუმები ამ ეტაპზე უცნობია). 97-დან 70 პირი იყო საქართველოში დაბადებული, 27 კი – საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის/საქართველოში დაბადებული პირის ოჯახის წევრი. კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნის გამოცემის მომენტისათვის, ზემოხსენებული 3 097 უცხოელიდან 2 363 პირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე იყო, 277 პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, 219 ამერიკული სახელმწიფოების, 221 აზიური სახელმწიფოების, 1 პირი არაბული სახელმწიფოების, 5 აფრიკული სახელმწიფოების, 11 პირი კი – სხვა სახელმწიფოების მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მისთვის კანონით მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში, პროცედურის დაუცველად და შესაბამისად კომისიის მიერ საქმეთა შესწავლის გარეშე, 8 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათგან 3 რუსეთის, 3 გერმანიის, დანარჩენი კი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მამამისს არ უნდა რომ ჰკითხოს ბერამ, სად იყო როდესაც ხალხს აწამებდნენ? – გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოჩენილ ბერას სიმღერას აფასებს და აცხადებს, რომ სიმღერაში მოყვანილი ტექსტი ასოცირდება ...