ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

განათლების მინისტრი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის და განათლებისა მეცნიერების სფეროს ყველა მიმართულებით ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და პროფესიულ განათლებაში თურქული მსხვილი კომპანიების ჩართულობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მომზადებულია და

უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად მზად იქნება.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ზვავსაშიშროების გამო აკრძალული მოძღაობა – საავტომობილო გზების დეპატრამენტი განცხადებას ავრცელებს

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ...