ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“ბაჩო ახალაიამ იარაღი პირში ჩამიდო და მიყვიროდა, ღალატი აღიარეო”

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია. მათ შორის, მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე, რომელზეც მეორე ინსტანციამ თეთრაძის წამების ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. პროცესზე გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმეების ჩვენების ოქმები გამოაქვეყნეს. ერთ-ერთი ოქმი დავით ლონდარიძისაა, რომელიც თეთრაძესთან ერთად დაკავებული იყო ჯაშუშობის ბრალდებით. ოქმში ლონდარიძე ყვება პატიმრობისა და მისი წამების დეტალებს.

“შემიყვანეს ოთახში და ბაჩო ახალაის უთხრეს, რომ მე ვიყავი მოღალატე. ამოიღო იარაღი, ჩამარტყა და მითხრა, პირი გააღეო. ჩამიდო იარაღის ლულა და მიყვიროდა, ახლავე აღიარე, თორემ მოგკლავო. მერე გამიყვანეს იქითა ოთახში და მცემეს. როდესაც იარაღის ლულა პირში მედო, რომ მცოდნოდა დატენილი იყო, ვასროლინებდი, რათა ჩემი წამება დასრულებულიყო” – წერია ლონდარიძის ჩვენებაში.

როგორც ჩვენებიდან ირკვევა, ლონდარიძეს ერთ-ერთ ოთახში მეგის ქარდავა გაუპატიურებით დაემუქრა, რის შემდეგაც ის დათანხმდა, ეღიარებინა მოგონილი ბრალდება.

“როცა ვაღიარე, აირჩიეს სამი კაცი, რომლებიც თითქოს ჩემთან ერთად ჯაშუშობდნენ. მითხრეს, თითქოს თეთრაძის აგენტი ვიყავი და ინფორმაციას ვაწვდიდი. მითხრეს, გვარი მოიგონეო და ვთქვი ჟუკოვი, თითქოს 1992 წელს გადამიბირა ჟუკოვმა და რუსეთის აგენტი ვიყავი” – წერია ჩვენებაში.

პირველი არხი თავს იკავებს ჩვენების იმ მონაკვეთის ციტირებისგან, სადაც გაუპატიურების მუქარაა აღწერილი.

წყარო

წყარო

1tv.ge – ავტორი: მარიამ ქურდიანი

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

ზვავსაშიშროების გამო აკრძალული მოძღაობა – საავტომობილო გზების დეპატრამენტი განცხადებას ავრცელებს

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ...