ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილა რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. დააკვირდით მოვლენებს. ნუ მოგერიდებათ ლიდერობა და ბრძანებების გაცმა. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კურო
დღეს თქვენს აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ამიტომ, სიბრძნეც კი ყველასთვის გასაგებ ენაზე უნდა თქვათ. საყიდლებისას გაფრთხილდით, ხურდაში არ მოტყუვდეთ.

ტყუპი
დღეს მიხვდებით, რომ ზოგიერთი ძველი მიზნისა და კავშირისგან უნდა გათავისუფლდეთ. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ნუ გაეხვევით ორაზროვან სიტუაციაში.

კირჩხიბი
დილა საოჯახო საქმეებსა და მოკლე მანძილზე მგზავრობას დაუთმეთ. ნუ გახდებით ცრურწმენებსა და ნიშნებზე ჩაციკლული. ალკოჰოლი ზომიერად მიიღეთ.

ლომი
საუზმობის დროსაც კი დოკუმენტების განხილვაში იქნებით. ეცადეთ, საქმეებისგან გამოითავისუფლოთ საღამო. მეგობრებთან მხიარულება გელით. მოერიდეთ ავანტიურას, ახალგაცნობილებთან გულახდილობას.

ქალწული
მნიშვნელოვანი საუბრები და საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. აგრეთვე, – მოგზაურობა, ნათესავებთან ვიზიტი და სწავლა. ნუ ამხელთ გარშემო მყოფებს ცუდ საქციელში, თუ დარწმუნებული არ იქნებით.

სასწორი
დილა ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს შეხვედრები და ნაცნობობა გელით. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა. შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ მეგობრებს.

მორიელი
დღეს უნდა განახორციელოთ გუშინ ჩაფიქრებული საქმეები. გამონახეთ დრო შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. შეიძლება საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ.

მშვილდოსანი
საღამოს მეგობრულ ან სასიყვარულო შეხვედრას რომ არ გამოაკლდეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. თუ რეპუტაციას არ გაუფრთხილდებით, შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, ჭორების გმირი გახდეთ.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი შეხვედრებს, შედეგების შეფასებას, საქმიანი წერილების გაგზავნას დაუთმეთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდებით, მომავლისთვის ნუ გადადებთ რაიმეს თქმას და ან შეკითხვას.

მერწყული
გააუმჯობესეთ ოჯახური კავშირები, მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. საღამოს ხალხმრავალი წვეულება, სასიყვარულო პაემანი გელით. ზოგიერთს კი ვირტუალურ მიმოწერაში დაათენდება.

თევზები
გაგიმძაფრდებათ ინტერესი საოჯახო ტრადიციებისა და რიტუალებისადმი. ეცადეთ, ზომიერად იხუმროთ, არც საკუთარი თავი და არც სხვები არ მოატყუოთ. საღამო თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...