ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

ეუთოს მუდმივ საბჭოზე ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროკავშირმა დაგმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. შეშფოთება გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის, ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ათი წელია, რუსეთი ცდილობს, შექმნას ალტერნატიული რეალობა, აგრძელებს რა მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას მაშინ, როდესაც საქართველო ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

მან დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და არ მისცემს მოსკოვს ისტორიის გადაწერის შესაძლებლობას.

აშშ-მა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს თავისი ძალები ომის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...