საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 12 რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა მათგანმა სამიზნეს მიაღწია და რომელიმე მათგანი სირიის თავდაცვით სისტემებს არ ჩამოუგდია. საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში ინტერვენციის ბრძანება რამდენიმე საათის წინ გასცა. შედეგად ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ერთად იერიში სირიის ქიმიური იარაღის არსენალზე მიიტანეს.