ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

წუხანდელი დაბომბვა “სახის შესანარჩუნებელ” სპექტაკლს გავდა – ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სირიაში მომხდარ ფაქტს “სახის შესანარჩუნებელ” სპექტაკლს უწოდებს. მისი განცხადებით სირიაში არცერთი მხარე არ არის “გამარჯვებული”.

“დიახ, პატივცემულო “პროებო”, ტყუილად უგებთ ნიშანს ერთმანეთს, რადგან სირიაში არცერთი არ ხართ “გამარჯვებულები”…. – პროდასავლელები იმიტომ, რომ წუხანდელი დაბომბვა “სახის შესანარჩუნებელ” სპექტაკლს გავდა, რადგანაც ტრამპმა განაცხადა, რომ ეს “მხოლოდ ერთჯერადი აქტი” იყო, რომელიც მიზნად არ ისახავდა ასადის რეჟიმის შეცვლას და აკი შეწყდა სამხედრო ოპერაცია, ისე რომ ასადი კვლავ სირიის პრეზიდენტია! – პრორუსები იმიტომ, რომ ამ რამოდენიმე თვის წინ პუტინის ვიზიტი სირიაში და მის მიერ “გამოცხადებული ისტორიული გამარჯვება”, რაც ასადის რეჟიმის უსაფრთხოების გარანტია უნდა ყოფილიყო და თითქოს ამით რუსეთმა “წითელი ხაზი გაავლო”, აღმოჩნდა ბლეფი, რადგანაც დასავლეთმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე დაარღვია სირიის საჰაერო სივრცე და დაბომბა იგი 103 ბალისტიკური რაკეტით და სავარაუდოდ ამას მომავალშიც გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის! ასე რომ, ასადის სირიისთვის “რუსული გარანტიები” საიმედო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება!.. – დღეს, სირიაში დასავლეთსა და რუსეთს შორის პარიტეტია, 50/50 -ზე!..

P.S. სირიის არსებული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რომ ირიბად მოქმედებს დასავლურ-რუსულ ურთიერთობებზე ყველა ორმხრივი “შეხების წერტილებში”, მათ შორის საქართველოშიც, სადაც გართულების შემთხვევაში შესაძლოა იგივე განმეორდეს, რაც 2008 წელში!.. ამიტომ, ორივე “პროებს” მოგიწოდებთ, რომ უწინარესად ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქროთ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ და “მატერიალურ” ინტერესებზე! საგინებლად და საწყევლად ნუ გაიხდით თავს!.. გახსოვდეთ, რომ აღარც ერთი დაჭირდებით ჩვენს ქვეყანას თუ იგი არსებობას შეწყვეტს… ღმერთმა დაგვიფაროს!!!” – აცხადებს კირვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მამამისს არ უნდა რომ ჰკითხოს ბერამ, სად იყო როდესაც ხალხს აწამებდნენ? – გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოჩენილ ბერას სიმღერას აფასებს და აცხადებს, რომ სიმღერაში მოყვანილი ტექსტი ასოცირდება ...