ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელი ხალხის დასაცავად გამოვიდნენ და დახმარება აღმოუჩინონ მას პროფესიულად მომზადებული სპეციალისტების მეშვეობით” – ნათქვამია განცხადებაში.