ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონოდ მომპოვებლები 243450 ლარით დააჯარიმეს

აჭარასა და გურიაში წიაღის უკანონოდ მომპოვებლები 243450 ლარით დააჯარიმეს.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 01 იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე, წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ფიზიკური პირი – 186, ხოლო იურიდიული პირი – 9.

2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 2574 ლარი შეადგინა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევებს (როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს) ჯარიმის სახით, ჯამში 243 450 ლარი დაეკისრათ.

იურიდიული პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის ოდენობამ 1174 მ3 შეადგინა, ხოლო ფიზიკურ პირების მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღის გარემოში დაბრუნება მოხდა, მოპოვების ადგილის მიხედვით” – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მამამისს არ უნდა რომ ჰკითხოს ბერამ, სად იყო როდესაც ხალხს აწამებდნენ? – გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოჩენილ ბერას სიმღერას აფასებს და აცხადებს, რომ სიმღერაში მოყვანილი ტექსტი ასოცირდება ...