ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ივანიშვილმა გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ დააყენა თავი პოლიტიკაში უკან დაბრუნებით, ვიდრე 2011 წელს – მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბიძინა ივანიშვილმა გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ დააყენა თავი პოლიტიკაში უკან დაბრუნებით,ვიდრე 2011 წელს. ვინაიდან მაშინ იგი ხალხის მხარდაჭერისა და იმედის სიმბოლო გახდა,დღეს კი შეიძლება იმავე ხალხის იმედგაცრუებისა და აგრესიის სამიზნე გახდეს. საზოგადოებაში დაგროვილი აგრესია სწორედ სამიზნეს ეძებს,აგრესიის სამიზნეები იმდენად უმნიშვნელო და ეფემერულები იყვნენ,რომ მათ წინააღმდეგ გაერთიანება ვერ ხდებოდა. ახლა კი ამ აგრესიას მაკონსოლიდირებელი,ასე ვთქვათ,ინსტიტუციანიზირებული სამიზნე გამოუჩნდა. არ ვიცი,აცნობიერებს თუ არა იგი ამ საფრთხეს,მაგრამ თუ ავგიას თავლები მთლიანად არ გაწმინდა, თუ არ ჩამოიცილა მედროვეები და ცრუპენტელები,თუ კვლავ იგივე ტრენდის გაცოცხლებას შეეცადა-შედეგები ძალიან მძიმე იქნება,მისთვის და ქვეყნისთვის” – წერს მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...