ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია ბათუმში – ეს იქნება ახალი სიტყვა განათლებაში! (ფოტო – ვიდეო)

დღეს ბათუმში „რეგიონაბის კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციამ“ ,,ეთნიკური უმცირესობის, მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები  პირების და მოსწავლეთათვის  კონსტრუირებული ინოვაციური  სწავლების“ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტი მიზნად ისახავს, სახელმწიფო ენის და სხვა ჰუმანიტარულ ტექნიკური საგნების ცოდნის გაღრმავებასა და არაქართველი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაცია. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სურს  აზერბაიჯანის, ირანის თურქეთის და ჩინეთის რესპუბლიკების მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს.
ქართული ენის ინოვაციური სწავლების მეთოდის შემქმნელია  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი, რომელიც არის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ხელმძღვანელი.

ინოვაციური სწავლების მეთოდით მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გაზდრდის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის მონაწილეობას და ჩართულობას სამოქალაქო პროცესებში. ასეთივე სწავლების მეთოდებია შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძო,-უსინათლოთა, ყრუ-მუნჯთა და ეტლით მოსარგებლეთათვის.
ამ მოდელის პროექტის უპირატესობაა ეთნიკური უმცირესობებისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ქართული ენის სრულყოფილად დაუფლება. ტექნიკურ-ჰუმანიტარული საგნების, ინოვაციური მეთოდებით, აპლიკაციების, ნახატი ფილმებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით სხვადასხვა დონეზე ცოდნის მიღება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მოდელირებული დისტანციური სწავლებაც.

პროექტი არის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების მეთოდზე დაფუძნებული. იგი მომავლის პროექტი და  თანამედროვე სწავლების ინოვაციური გამოძახილია.
გარდა ეთნიკური უმცირესობებისა, ამ მეთოდით როგორც სახელმწიფო ენას, ასევე სხვა  საბუნებისმეტყველო საგნებს დაეუფლებიან შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური სწავლების მეთოდით საჭიროების მქონე პირები. პროექტი უახლოეს პერიოდში მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, სადაც შეიქმნება ინოვაციური სწავლების ცენტრები, გადამზადებული მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების რესურცენტრის  ხელმძღვანელები პირები და სხვადასხვა სკოლის დირექტორები.

პროექტი განახორციელა  ა(ა)იპ ,,რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაცია“  პრეზიდენტმა ბესიკ ქარცივაძემ.

Gepostet von GNN.GE am Samstag, 28. April 2018

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...