ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ბორჯომში ტყის ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მედიას ხანძრის კერასთან მიახლოების საშუალება ამ დრომდე არ მიეცა. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ამის მიზეზი უსაფრთხოების ზომებია, რადგან ხანძარი რთულად მისადგომ, კლდოვან რელიეფზეა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ქვათა ცვენის საფრთხეც.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...