ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
620X120
loading...

ზოგიერთმა რესტორანმა მოწევაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა დააწესა

რესტორანში მოწევისთვის ჯარიმა არა რესტორნის მეპატრონეს, არამედ მოქალაქეს დაეკისრება. შემოღებული რეგულაციის გამო დაწესებულებები შიგაგანაწესს ცვლიან. მათი უმრავლესობა მოწევის ლიცენზიის შეძენაზე ან თუნდაც დაწესებულების გადაკეთებაზე არც კი ფიქრობს. 1-ლი მაისიდან მოყოლებული, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში არც დაჯარიმების ფაქტი გამოვლენილა. მიუხდავად ამისა, რესტორნებმა შიგაგანაწესი მაინც გაამკაცრეს.

15 000 ლარის სანაცვლოდ მოწევის ლიცენზიის შეთავაზებას რესტორნების მეპატრონეები არ ადასტურებენ. “კერიას” წარმომადგენელი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი წინადადებით მათთან არავინ მისულა და არც კლიენტებთან შექმნიათ პრობლემა, რადგან ისინი კანონს ზედმიწევნით იცავენ.

“ჩვენთან არავინ მოსულა ასეთი შემოთავაზებით, რომ 15 ათასი ლარის სანაცვლოდ ლიცენზია შეგვეძინა. არ გვეგონა, თუ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას კლიენტები ასე მარტივად მიიღებდნენ, რადგან არანაირი გაფრთხილება (ჯარიმაზე არ მაქვს საუბარი) არ მიგვიცია არავისთვის.

ვფიქრობ, ახალ წესს ისე გაითავისებენ, რომ პრობლემა არ შეგვექმნება. აქედან გამომდინარე, ჯერ არც ვფიქრობთ გამოსავალზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კლიენტებს შევუქმნათ დახურულ სივრცეში მოსაწევი გარემო”, – განუცხადა “რეზონანსს” რესტორან “კერიას” წარმომადგენელმა.

ზოგიერთმა ობიექტმა შიგაგანაწესი შეცვალა და პასუხსიმგებლობა კლიენტს დააკისრა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოწევის აკრძალვასთან ერთად, მან საკუთარ დაწესებულებებში წესები შეცვალა. რაც შეეხება თაღლითურ სქემას 15 000-ლარიანი ლიცენზიის შესახებ, ალავერდაშვილს ეს ინფორმაცია არასანდოდ მიაჩნია.

“არ მჯერა, თითქოს ვიღაცები 15 ათასი ლარის სანაცვლოდ ლიცენზიას სთავაზობენ დაწესებულებებს. არც ჩემთან ყოფილა მსგავსი შემთხვევა და არც სხვა რესტორნებსა და კაფე-ბარებში. საინტერესოა, რატომ არ აკონკრეტებენ, ვის შესთავაზეს მსგავსი რამ?

რაც შეეხება რაღაც გამოსავალს, რომ შენობაში მოწევა დაშვებული იქნას, არ ვაპირებ, ამ მხრივ ვიმუშაო. ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში. უფრო მეტიც, შევცვალე შიგაგანაწესი, ჯარიმა დავაწესე 2 000 ლარი სიგარეტის მოწევისთვის პირადად ჩემს ობიექტებზე. თუ ვინმე დაარღვევს ამ წესს, გადაიხდის აღნიშნულ თანხას. შემდეგ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სხვა ხარჯებს (რაც მოწევასთან ასოცირდება) გადავიხდი მე და ვინც კონკრეტულ მწეველს აღმოაჩენს, მას პრემიას მივცემ ხელფასთან ერთად. ეს ყვეალფერი შეადგენს ერთად 2 000 ლარს.

ამ პირობებით ვაპირებ ჩემი დაწესებულებების ამუშავებას და არანარი ლიცენზიის ყიდვა არ მაქვს გეგმაში, სულ რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს გავრცელებული ინფორმაცია”, – განუცხადა “რეზონანსს” ალავერდაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ დახურულ სივრცეში მოწევა აიკრძალა, ამ მხრივ მომხმარებელთან პრობლემა არ შექმნიათ არც რესტორან “ბარაკონში”, თუმცა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა, დაწესებულების ადმინისტრაციამ კლიენტების კომფორტზე იზრუნოს და მოსაწევი გარემო შექმნას.

“არ ყოფილა მსგავსი შემოთავაზება არავისგან. 1-ელ მაისს აიკრძალა მოწევა დახურულ სივრცეში და სხვადასხვა ადგილას. ცოტა შიშით ველოდით ამ დღეს, რომ მთვრალ ხალხთან გვექნებოდა უსიამოვნო საუბარი, რათა გარეთ მოეწიათ, მაგრამ ჯერ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაგვიფიქსირებია პირადად ჩვენს რესტორანში. აქედან გამომდინარე, ჯარიმაც არ დაგვიწერია.

კლიენტები ძალიან შეგნებულად მოეკიდნენ ამ კანონს და სიმთვრალეშიც კი გათავისებული აქვთ და იცავენ. რაც შეეხება გამოსავალს, არაფერზე გვიფიქრია, რადგან იმდენად კარგად მიდის ამ ეტაპზე საქმე, რომ არაფერია შესაცვლელი. ზამთრისთვის მივიღებთ ისეთ ზომებს, რომ გარეთ გასული მწეველებისათვის ცოტა მეტი კომფორტი შევქმნათ”, – განუცხადა “რეზონანსს” “ბარაკონის” წარმომადგენელმა.

რესტორან “ალავერდის” მენეჯერი ელისო ქავთარაძე კი ამბობს, რომ მათ დაწესებულებაში მოწევის აკრძალვის შემდეგ არავინ არ მისულა სალიცენზიო შეთავაზებით. მათ არც მომხმარებელთან ჰქონიათ პრობლემა, რადგან კანონს ყველა ერთნაირად ემორჩილება და მოსაწევად ღია სივრცეში გადიან.

წყარო: “რეზონანსი”
ავტორი: ნათია ლომიძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და წყალდიდობა – ამინდის პროგნოზი

საქართველოს ტერიტორიაზე 13 მაისამდე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ...