ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“იმ შემთხვევათი თუ უახლოეს მომავალში პრობლემები არ მოგვარდება უნდა გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები”

პოლიტიკური პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლებას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც მოაგვარებს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო და საშნაო პრობლემებს. ასევე მისი განცხადებით იმ შემთხვევათი თუ უახლოეს მომავალში პრობლემები არ მოგვარდება უნდა გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები.

ბატონო გიორგი, საუბარია ვადამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, ხედავთ თუ არა ამის საჭიროებას?

დიახ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, სახეზეა ასევე მძიმე სოციალური მდგომარეობა, ამას ემატება ის თემა, რომ ხელისუფლება შესაბამისად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს რაც დღეს ქვეყანაში დგას, ერთად-ერთ გამოსავლად მიმაჩნია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თუ თვლით, რომ მომავალი პარლამენტი იქნება ისეთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, რომელიც რეალურად ასახავს საზოგადოების განწყობას?

ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ვგულისხმობ ქართული ოცნების მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონას, არ ასახავს იმ რეალობას და განწყობას, რაც დღეს მოსახლეობაშია. დღეს, კატასტროფულად არის დაცემული მმართველი გუნდის რეიტინგი. საჭირო და აუცილებელია გარდამავალი თავრობის ჩამოყალიბება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან, ამის შემდგომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს კანონმდებლობის სრული დაცვით და დემოკრატიული და სამართლებრივი არჩევნების გზით ქართველი ხალხი, რომელ პოლიტიკურ ძალებსაც მისცემს მანდატს, ეს შედეგი ყველა ძალისათვის მისაღები უნდა იყოს. ქვეყანას ესაჭიროება ისეთი მთავრობა, რომელიც მოაგვარებს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო და საშინაო პრობლემებს, შექმნის სამუშაო ადგილებს, მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებასა და სისტემურ შეცვლას, რაც ყველაზე მთავარია, მორგებული იქნება საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვაზე. ბოლო ათწლეულების მანძილზე, ქართველი ხალხი ამ შედეგისათვის იბრძვის, და ჩენი საზოგადოება ნამდვიილად იმსახურებს იმას, რომ ყავდეს ეროვნულად მოაზროვნე მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

დღემდე როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ...