ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ხელისუფლება შეცდა – მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი რეფორმების შემდეგ უნდა ჩაეტარებინათ – ლაღიძე

პარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ეხმაურება და აცხადებსწ, რომ ვინც არ უნდა იყოს არჩეული მთავარ პროკურორად სამწუხაროდ საზოგადოებას არ გაუჩნდება იმის განცდა რომ ის არ მოემსახურება ხელისუფლებას.

“მიმაჩნია რომ ვინც არ უნდა იყოს არჩეული მთავარ პროკურორად სამწუხაროდ საზოგადოებას არ გაუჩნდება იმის განცდა რომ ის არ მოემსახურება ხელისუფლებას და იზრუნებს სამართლიანობის აღდგენაზე, გამოიძიებს რეზონანსულ საქმეებს და დამნაშავეები დაისჯებიან, სამწუხაროდ სამართლიანობის აღდგენის იმედს რომელიც ახალ მთავარ პროკურორზე უნდა იყოს დამოკიდებული საზოგადოების თვალში აკნინებს საპროკურორო საბჭო და პირადად თეა წულუკიანის ფაქტორი, ერთიც და მეორეც საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს, ვფიქრობ ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, სჯობდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი რეფორმების შემდეგ ჩაეტარებინათ” – აცხადებს გიორგი ლაღიძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“ოცნებაში” გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა

მომავალი პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში იქნება. “ქართულ ოცნებაში”, სადაც ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ ...