ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, “ოცნებაში” დიდი წმენდა დაიწყება” – ძაბირაძე

როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები “ქართულ ოცნებაში” დიდი საკადრო წმენდა დაიწყება, ასეთ პროგნოზს აკეთებენ პოლიტოლოგები, რომელთა აზრით, საპარლამენტო გუნდმა სრულიად ამოწურა თავისი რესურსი და არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა დადგება.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, “ოცნებისთვის” უფრო მომგებიანი იქნება, თუ რიგგარეშე არჩევნებს მეორე ტურის შედეგებამდე დაანონსებს.

“შიდა პარტიული წმენდა, პარტიის წესრიგში მოყვანა და ვერტიკალის შექმნა ეფექტს ვერ გამოიწვევს. საზოგადოებას აინტერესებს ვინ იქნება ხელისუფლებაში და პარლამენტში.

“ამიტომ, რა შედეგითაც არ უნდ დასრულდეს ეს არჩევნები, და დიდი ალბათობით ამ არჩევნებს “ქართული ოცნება” მოიგებს, მას სულ 250 ათასი ხმა სჭირდება, ამას გრძნობენ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, რომ იმ ხალხის მობილიზება დაიწყო, ვინც მათ ხმას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების შიშით არ მისცემს;

“მაგრამ, ამ ხმებს გამყარება სჭირდება და როცა ვლაპარაკობთ ცვლილებებზე, “ქართულ ოცნებას” ცვლილებები კი არა ხელახალი ლეგიტიმაცია სჭირდება.

“ნაციონალური მოძრობა” ორ წელს აღარ დაელოდება, ვაშაძის გაპრეზიდენტება მისთვის იქნება დამატებითი ფაქტორი, რომ აიძულოს ხელისუფლება გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები დანიშნოს; ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” “ნაცმოძრაობას” კოზირები უნდა ჩამოართვას,

ინიციატივა თავად აიღოს ხელში და მეორე ტურის შედეგებამდე დაანონსოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს კი არა მომდევნო წლის შემოდგომაზე მაინც ჩატარდება.

“ეს მისთვის მომგებიანი იქნება, რათა ხალხის ნდობა დაიბრუნოს. დღეს დრო არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, იგი პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, ვისაც ქვეყნის განვითარების რეალური იდეები ექნებათ და არა ის ადამიანები, ვისაც დილას, რაღაც დაესიზმრება და მერე ყველა ხელს აწევს” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

წყარო: resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...