ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

“ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს, სასჯელის მოხდის პერიოდში, ყველა ეტაპზე გაეწია ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციების ჩატარებასა და დადგენილი დიაგნოზების შესაბამის მკურნალობას როგორც პენიტენციური სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკებში.

შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა, შედეგით – ნორმის ფარგლებში.

ამასთან, გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით, მწვავე და ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაციის ნიშნები გამოირიცხა. ტოქსიკოლოგიური მიმართულებით, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ობიექტურ-კლინიკურ შეფასებისა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ ყოფილა. ასევე, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროფილის ექიმი-სპეციალისტის მიერ საჭიროდ არ იქნა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, სტაციონარული მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვის შემდეგ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გადაყვანილი იქნა სასჯელის მოხდის ადგილას.

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს შპს „მედიქლაბ ჯორჯიას“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის ეტაპზე იყო დამაკმაყოფილებელი” – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...