ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

“მამა ქუჩაში იყო და დახმარებას ითხოვდა” – სამართალდამცავებმა რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს (ვიდეო)

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა დავით მიროტაძემ და ლაშა მაჩიტიძემ რუსთავში 2 წლის გოგონა გადაარჩინეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანს მაღალი ტემპერატურის ფონზე, კრუნჩხვები განუვითარდა. ბავშვის მამა მეგობრობის გამზირზე, ქუჩაში შვილთან ერთად გამოვიდა და დახმარებას ითხოვდა, ფაქტს სამართალდამცველები შეესწრნენ. პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მცირეწლოვანი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონას დროულად გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

“პაციენტი მოყვანილი იქნა პოლიციის ეკიპაჟის მიერ, როგორც ირკვევა გოგონას ბინაზე, მაღალი ტემპერატურის ფონზე განუვითარდა კრუნჩხვითი განტვირთვა, მშობლებმა დახმარებისთვის გამოიყვანეს გარეთ, რასაც შეესწრო რუსთავის პოლიციის ერთერთი ეკიპაჟი, ბავშვი სასწრაფოდ გადმოიყვანეს ჩვენთან. მცირეწლოვანს გაეწია სათანადო დახმარება და გამოვიდა მდგომარეობიდან”, – განაცხადა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა.

წყარო: “ინფო რუსთავი”

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...