ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სამი პუნქტი, რომელიც იხსნის “ქართულ ოცნებას” დამარეცხებისაგან – ჯუმბერ კირვალიძე

გული მეთანაღრება და ამიტომ, ერთხელაც და მეტჯერ აღარ, ჩემი რჩევით “არ შეგაწუხებთ”!.. “ქ/ოცნების” “მაღალი კნიაზობის” საყურადღებოდ… თქვენს და თქვენი “გამპრავებლების” რიტორიკას, – “მთავარია ეხლა სალომეს მივცეთ ხმა და მერე მმართველი პარტია ყველაფერს შეცვლის”, – გონიერი და ღირსეული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ირონიით და იუმორით ხვდება, მეტიც, შეურაცხყოფად აღიქვამს ასეთ იაფფასიან “მოთაფლვას”!.. ამიტომ, თავიდან რომ იქნას აცილებული მოძალადე ნაცების “არასასურველი გამარჯვება”, ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ, არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსასვლელად:

1) გადადგეს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე და პრემიერის თანამდებობა დაიკავოს თავად ბიძინა ივანიშვილმა, აიღოს სრული პასუხისმგებლობა და ამით წერტილი დაუსვას “ჩრდილოვან მმართველობას”!

2) გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე და ყველა მისი ქოც-მოადგილე, აგრეთვე, უმრავლესობის ლიდერი თალაკვაძე და ქოც-ფრაქციის თავმჯდომარე მდინარაძე!

3) დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ოქტომბერში, რადგანაც რეალურად ქოცებმა გაერთიანებულ ნაცებთან (ვაშაძე-ბაქრაძე+ჯაფარიძე, 50%-ზე მეტი ხმა) ჯამურად წააგეს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს, – ახალი საარჩევნო კანონის (კოდექსი) საფუძველზე!

P.S. ამ სამი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქოცებს გარანტირებული ექნებათ გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მათზე განაწყენებული საზოგადოების ხმები გადამწყვეტი გახდება!!!

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...