ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

რას უნდა ველოდოთ “შავ პარასკევს”? ფასდაკლებები მსოფლიო ბრენდებისგან

საერთაშორისო ფასდაკლების დღეს, „შავ პარასკევს“, თბილისის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები მომხმარებლებს უამრავ სურპრიზს, მასშტაბურ შეთავაზებებსა და 00:00 საათამდე სასიამოვნო შოპინგს ჰპირდებიან!

“ისთ ფოინთი”:

ბრენდები, სადაც 23-90%-მდე ფასდაკლებები დაგხვდებათ:

H&M, Zara, Massimo Dutti, Mango, Stradivarius, Bershka, Accessorize, Monsoon, US Polo, Charles and Keith, F&F, Zippy, Sergent Major, TAO, OVS, Terranova, Penti, FLO, UNO Shoes, Women’secret, New Yorker, Koton, LC Wikiki, Colin’s, Kigili, Madkeds, MAVI, Factory, Lee&Wrangler, Levi’s, Ecco, Geox, Bata, Bambino, Corso Italia, Okaidi, Converse, Nike, Adidas, Mothercare Carpisa და სხვ.

გალერია თბილისი:

ეიჩ & ემი – 20%, ქელვინ ქლაინ ჯინსი – 50%-მდე შერჩეულ კოლექციაზე, იუნაითედ ქოლორს ოფ ბენეტონ – 15%, ნიუ იორკერი – 50%-მდე შერჩეულ კოლექციაზე, ივ როშე – 30% (23-25 ნოემბერი), მაგელანი – 50%, ოვს – 60%-მდე შერჩეულ კოლექციაზე, ეს პი ექს – 70%-მდე, ვაიკიკი – 3+1, რია-რია – 30%, დოთსი – 20-60%, იუსკი – 30-50% შერჩეულ კოლექციაზე, ლუტეცია – 30-50% ნაწილ ბრენდებზე (21-25 ნოემბერი), როუზბადი – 30-50% ძველ კოლექციაზე | 10-15% ახალ კოლექციაზე, ჰოუმი – 20%, რომან – 20%, ნიქსი – 20% ტოპ პროდუქტები | 30-50% შერჩეულ კოლექციაზე, სუპერდრაი – 30%, თიმბერლენდი – 20% შერჩეულ კოლექციაზე, ქალთა ბედნიერება – 50%-მდე, პოდიუმი – 15% პროდუქციაზე დელფოსი – 25%, დიოჯი – 20%, ფრანკო ფონტანა – 25%, მანდარინა – 10-20%, კარლ ლაგერფილდი – 20%, თაჩ – 40%-მდე შერჩეულ კოლექციაზე, ართთაიმი – სპეციალური შეთავაზება, ჯი ემ თი – 23%, იქს ეს თოის – 30%, რობერტო ბრავო – 20-30%, სიქსი – 50% მეორე შენაძენზე.

,,თბილისი მოლის’’ აქციების არასრული ჩამონათვალი:

მაღაზია “ამფორა” გთავაზობთ 20-30%იან ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე.

მაღაზია BOLSERO გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას ჩანთებსა და აქსესუარებზე.

მაღაზია Baggio Rossini გთავაზობთ 20- 50 % -მდე ფასდაკლებას ბეწვეულისა და ტყავის პროდუქციაზე.

შავ პარასკევთან დაკავშირებით, 1+1 აქცია თოლიას სანაყინესგან. შეიძინეთ ნებისმიერი ნაყინი და მიიღეთ მეორე საჩუქრად.

შავ პარასკევთან დაკავშირებით, ყვავილების დახლი ,,ტიტა’’ გთავაზობთ 30%-მდე ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე.

შავ პარასკევთან დაკავშირებით, მაღაზია ,,დიკა’’ გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას სრულ შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე.

23-25 ნოემბერს, შავ პარასკევთან დაკავშირებით „SWAROVSKI“ გთავაზობთ:

• 30% ფასდაკლებას მითითებულ კოლექციაზე

• 15% ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე

იტალიური ვერცხლის სამკაულების კიოსკი „Edwards & co. Silver” გთავაზობთ 50%-მდე ფასდაკებას სრულ კოლექციაზე.

,,ისთ ფოინთი’’, ,,თბილისი მოლი’’ და ,,გალერია თბილისი’’ შოპინგის მოყვარულებს, 23 ნოემბერს, მსოფლიოს საერთაშორისო ფასდაკლებების დღეს, უამრავ სურპრიზს სთავაზობენ.

რატომ “შავი პარასკევი”?

შოპინგის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დღის, „შავი პარასკევის“ უკან ბევრად მეტი საინტერესო ისტორია იმალება, ვიდრე უფბრალოდ ფასდაკლებები.

23 ნოემბერს „შავი პარასკევია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წელიწადის ის „ნანატრი“ დღეა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრანდიოზულ ფასდაკლებებს უნდა ველოდოთ. ახალი შენაძენებისა და ფასდაკლებების დღე – რატომ სახელად „შავი პარასკევი“?

როგორც წესი, ამერიკაში „შავი პარასკევი“ მადლიერების დღის მომდევნო დღეს ცხადდება. ამ დროს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საშობაო საჩუქრების საყიდლად გადის, რის გამოც ქვეყანაში თითქმის სულ საცობები და გადატვირთული მოძრაობაა.

ჯოზეფ პ. ბარეტის (ფილადელფიის პოლიციის რეპორტიორის) თქმით, ამ დღეს „შავი პარასკევი“ ძველი ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო ჯგუფმა სწორედ საშინლად გადატვირთული მოძრაობის გამო შეარქვა.

თუმცა, „შავი პარასკევის“ პირველი ცნება ჯერ კიდევ 1869 წელს დამკვიდრდა, როდესაც აშშ-ის ოქროს ბაზარმა კრახი განიცადა.

Wall Street-ის ორმა ფინანსისტმა ჯეი გოლდმა და ჯიმ ფიკიკმა არ დაიშურეს ძალები, რომ უკანონო გზებით შეეძინათ ოქრო და შემდგომ დიდი მოგებით გაეყიდათ.

მაგრამ პარასკევს შეთქმულება ჩაიშალა და გაკოტრდა ყველა, Wall Street-ის ბანკირებისა და ფერმერების ჩათვლით.

„შავი პარასკევი“ ყველა შოპოჰოლიკის საყვარელი დღეა. 23 ნოემბერს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მსოფლიო ბრენდები მომხმარებლებს უამრავ ფასდაკლებას შესთავაზებენ.

წყარო: m2b.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 დე­კემ­ბე­რის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დათ­ბე­ბა და ღა­მით 3-8 გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, დღი­სით 15 ...