ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ინაუგურაციასთან და თელავში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

მიხეილ ბატიაშვილი გლობალური ჯილდოს ფინალისტს სოფელ ჩიბათში ესტუმრა. „ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა ...