ოპოზიციის მხარდამჭერებმა ავტომობილით გზის გავლა სცადეს, სწორედ ამის შემდეგ ჩაუმსხვრიეს შუშები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. სამართალდამცველები ავტომობილის გატარების უფლებას ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აძლევენ.
ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ოპოზიციის წევრს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციის ერთ-ერთ მხარდამჭერს ბესიკ გაზდელიანს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.