ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა, მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს – გახარია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

“სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

გახარიავ – საერთოდ არ გცოდნია ვისთან გაქვს საქმე! – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, დავით კირკიტაძის საქმეს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. „ყველას ვერ დაგვიჭერთ. ...