ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან უწყვეტ, მშვიდობიან და კანონიერ აქციებს აანონსებს.

„გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდეს, მოვითხოვთ კომისიაში ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ჩაყარა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები. კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პირის დასჯას, ვინც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის მე-6საჯარო სკოლის დირექტორი, კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინმშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხა. ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე. ის კრიმინალური შედეგები, რითიც ამხელისუფლებამ მართა ეს ქვეყანა, დასრულდა გუშინ. ეს აქციები იქნება მშვიდობიანი საქართველოსკონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: GNN.GE

x

ასევე ნახეთ

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ემსახურება დამოუკიდებელი სასამართლოს მიღებას! – გიორგი ლაღიძე

პარტია ‘‘მომავალი საქართველო”-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ტელეკომპანია ”თრილეთი”-ს ეთერში ვენეციის კომისისს მიერ დაწერილ რეკომენდაციაზე ისაუბრა. ...