ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს – ილია მეორე

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მინდა, გავიხსენო ჩემი აფხაზეთში ყოფნის პერიოდი. იქ მოღვაწეობდნენ უდაბნოში სასულიერო პირები. ხშირად ჩამოდიოდნენ ქალაქში და მიყვებოდნენ, თუ როგორ მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს. მინდა, გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე. იქ აუცილებლად იყო სამი ხატი -საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მქონდა ასეთი ჩვენება – მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის, რა თქმა უნდა, ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის. წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი, როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით. ჩემი ძმა, თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი მოდი აქო, მივედი და მითხრა, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა“ – განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

მიხეილ ბატიაშვილი გლობალური ჯილდოს ფინალისტს სოფელ ჩიბათში ესტუმრა. „ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა ...