ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ფოტო - 1tv.ge

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილ მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების დამატებითი ძალები აჭარის რეგიონიდანაც ჩაერთნენ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 16:53 შემოვიდა. თვითმხილველი იუწყებოდა, რომ მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა ქალაქ ფოთში, ცენტრში არსებული ხიდიდან. ზუსტად 2 წუთში სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა მოზარდი დროულად ვიპოვოთ“ – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მარნეულში ხრამარხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამარხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის ...