ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პოლიციამ თბილისში 4 მანქანის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 4 ავტომანქანა გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჭ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მარნეულში ხრამარხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამარხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები უტარდება არხის ...