ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

პირი, რომელსაც გამოძიება Youtube-ზე ფარული ჩანაწერის ატვირთვას ედავება, სააპელაციოში ჩივის

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის უფლებადამცველმა სააპელაციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელსაც გამოძიება ფარული ვიდეოჩანაწერის ატვირთვას ედავება, ვებგვერდზე ვიდეო არ გამოუქვეყნებია და შესაძლოა მისი ანგარიში, ანუ ე.წ. იუზერი სხვამ გამოიყენა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას პატიმრობის შეფარდებაზე უფლებადამცველი დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება საქმესთან შემხებლობას, ადვოკატი ამბობს, რომ სოლომნიშვილს მობილურში ვიდეოკადრები შენახული ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავს.

მოსამართლემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რა ეღირება 3 აგვისტოდან 1 ამერიკული დოლარი?!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ეღირება, ევრო ...