ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

ლევან იზორიამ მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა

თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეს მნიშვნელოვანი საკითხები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განიხილა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანთან გევინ უილიამსონ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხზე გაამახვილა. ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყებამ 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა და ბრიტანელი ექსპერტების დახმარებითა და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით წელს ახალი სტრატეგიის შემუშავება იგეგმება. ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი – შესყიდვების ინიციატივის განხორციელების წარმატებული დინამიკა და ლატვიის მხარის აქტიური მხარდაჭერა.

საბრძოლო მომზადების ცენტრის შემდგომი განვითარება და როტაციული პრინციპის საფუძველზე საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით მეტი სწავლებების ჩატარება იყო ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან შეხვედრის მთავარი თემები.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე და გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელით თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

“რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი არხის კონტრაქტორი კომპანიის “ინტერმედიას” დირექტორის სამუშაო კაბინეტში ...